21/03/2022
14:11
სამართალი
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით ედავებოდა და მათ შორის შელაპარაკება სწორედ ამ საკითხს მოჰყვა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.
„სამწუხაროდ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი, უპრეცედენტო ფაქტი. კერძოდ, ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხეულის დაზიანება მიაყენა და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადვოკატმა ამ ბრალდებულის საქმე წარმატებულად აწარმოვა. ნამდვილად გაუგონარი ამბავია. კარგი არის, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადვოკატთა ასოციაცია მსგავსი უმსგავსო ტიპის მოქმედებებზე ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ყველა პროცედურა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს. სოლიდარობას ვუცხადებთ ადვოკატს და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პირის ადეკვატური პასუხისმგებლობა დადგება,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.
0
0