20/07/2022
14:35
პოლიტიკა
„ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება - მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან ჭიდილიდან, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, არამედ გარეთაცაა და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ გადავიყვანოთ ეს დიალოგი სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი.
არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე სახის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
0
0