13/12/2022
15:20
პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა პოლიტიკოსების, არამედ ექსპერტების შესაფასებელია.
ხაბეიშვილის თქმით, საკითხი არა პოლიტიკურად, არამედ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას არ უნდა აფასებდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის, არც ჩემი შესაფასებელი არ არის, იმიტომ რომ მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ამ საკითხში პროფესიონალი, თუმცა ცხადია, ვუსმენ ექსპერტებს, ვუსმენ პროფესიონალებს, ვუსმენ ექიმებს, რომლებიც ყველა ერთხმად აღნიშნავს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას.
ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე. იმედს მაინც დავიტოვებ, რომ იქნებ სასამართლომ მიიღოს პოლიტიკისგან დაცლილი გადაწყვეტილება. ბოროტებაა როდესაც ადამიანის ჯანმრთელობით ერთობი, ფაქტობრივად, ჭორაობ და აკეთებ ასეთ განცხადებებს," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0