19/02/2023
18:46
სპორტი
საქართველომ მასპინძელ ესპანეთს გუშინ ღამით გამანადგურებელი სხვაობით 41-3 სძლია და შედეგად მსოფლიო რეიტინგში მეზობელი იტალიაც საფეხურით ქვევით მე-13 ადგილზე დასწია, – ახალი რეიტინგი ორშაბათს გამოქვეყნდება, სადაც საქართველო ახლა 75.83 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ტოლერავეგას სტადიონზე მისულ ასობით ქართველ ემიგრანტს ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი ზეიმად ექცათ, ქართული დროშების დაწევის მიზეზი მათ მთელი მატჩის განმავლობაში არ მიეცათ და არც დაუშვიათ, გულშემატკივართა დაუღალავი მხარდაჭერის ფონზე საქართველოს ნაკრებმა ესპანელები თავიდანვე სრულად დაჯაბნა, 6 ლელო დაუდო და ზემოდან ტექნიკური ლელოც დაიმატა.
მატჩის ბოლო წუთებში ტრამვისა და ჯარიმის შედეგად მინდორზე 12 ქართველი რჩებოდა თუმცა 4 მოთამაშის უპირატესობითაც ესპანელები ვერაფერს გახდნენ და ანგარიშში 1 ქულაც ვერ დაიმატეს. ვასკა ლობჟანიძე კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ფლორენ მარტის, რაგბი ევროპის დირექტორის სკანდალური განცხადება, რომ საქართველოს 11 გზის ევროპის ჩემპიონობით დაიღალა და ახლა სხვა გამარჯვებულის ხილვა უნდა, მათ შორის სურს, რომ ესპანეთი მსოფლიო თასზე იხილოს, სკანდალურადვე უბრუნდება – მსოფლიო რაგბმა მოთამაშის პასპორტის გაყალბებისთვის ესპანეთს მსოფლიო თასზე დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ქართული ნაკრების შემჩერებელიც არავინ ჩანს, საქართველომ გერმანიაც და ნიდერლანდებიც დიდი სხვაობით დაამარცხა.
ესპანეთის დამარცხების შედეგად პლეიოფი საქართველოში გაიმართება. სპორტ-კაფეში გულშემატკივრობდნენ ბორჯღალოსნებს ამერიკაში ჯორჯიელი მორაგბეებიც, მათ შორის ქალთა გუნდიც და ფოტოებიც დადეს ჯორჯიას რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე.
წყარო: kvira.ge
0
0