
ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ბიზნეს აქტივად აქცია, წერს The Guardian-ი.
ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეძენილი კავშირები გამოიყენა შემოსავლიანი საერთაშორისო გარიგებებისა და პირადი გამდიდრებისთვის, – წერს The Guardian. მოპოვებული ცნობები მიუთითებს მის მიერ კერძო სტრუქტურების ინტერესების ლობირებაზე.
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ბორის ჯონსონმა აქტიურად გამოიყენა თავისი ყოფილი სამსახურის კონტაქტები შემოსავლიანი საერთაშორისო გარიგებებისა და პირადი გამდიდრებისთვის, - წერს The Guardian.
მასალების მიხედვით, ჯონსონი ლობირებდა კერძო სტრუქტურების ინტერესებს უმაღლესი რანგის უცხოელ ჩინოვნიკებთან, კერძოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნების ხელმძღვანელებთან. მაგალითად, სთავაზობდა პროექტებს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს - მუჰამედ ბინ სალმანს.
გარდა ამისა, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მიიღო £200,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან შეხვედრის შემდეგ. თავად ჯონსონი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.
ცნობები მოპოვებულია ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის Distributed Denial of Secrets-ის მიერ და ძირითადად მოიცავს ჯონსონის პრემიერობის შემდეგ პერიოდს, თუმცა ასევე არის მისი დაუნინგ-სტრიტზე ყოფნის პერიოდის ცალკეულ ეპიზოდებიც. ფაილები შეიცავს ელექტრონულ წერილებს, ანგარიშებს, საქმიან კონტრაქტებს.
გაჩნდა შეკითხვები ბორის ჯონსონის ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა შეეთავსებინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება კერძო კომერციულ ინტერესებთან, რაც ეწინააღმდეგება ყოფილი პრემიერებისთვის გამოყოფილი საჯარო სამსახურის სახსრების დანიშნულებას.
ჯონსონი პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2022 წლებში. ამ პოსტზე ის დარჩა ისტორიაში, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი და უკრაინის მხარდამჭერი
0
0