10/06/2023
00:14
მსოფლიო
BBC-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის რეზიდენციაში გამართულ წვეულებაზე კომიტეტის საგამოძიებო ანგარიშის მიღების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დეპუტატის თანამდებობას ტოვებს.
ანგარიში მომზადებული იყო დეპუტატებისგან დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ, რომელიც იძიებდა, ასცდა თუ არა პარლამენტი ჯონსონის ხელმძღვანელობით დანიშნულ კურსს. კომიტეტმა ყოფილ პრემიერს 10-დღეზე მეტი ვადით სანქცია დაუწესა.
ბორის ჯონსონი თემთა პალატას ადანაშაულებს, რომ აღნიშნული გამოძიება მისი პარლამენტიდან განდევნას ემსახურება.
"მათ ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ერთი მტკიცებულებაც კი იმისა, რომ მე გაცნობიერებულად არასწორი კურსით მიმყავდა თემთა პალატა". - აღნიშნა მიმართვაში ბორის ჯონსონმა.
"ძალიან სამწუხაროა პარლამენტის დატოვება, ყოველ შემთხვევაში, ახლა, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვარ გაოგნებული და შეძრწუნებული, რომ კომიტეტს, რომელსაც უკიდურესად მიკერძოებული ჰარიეტ ჰერმანი ხელმძღვანელობს, ანტი დემოკრატიულად შეუძლია გამაძევოს". - აღნიშნა Times-თან ინტერვიუში ჯონსონმა.
გამოძიება Partygate-ის სკანდალს ეხებოდა, რომელიც იმჟამინდელი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით, მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულება გაიმართა.
0
0