28/03/2022
16:35
პოლიტიკა
„რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე პრეზიდენტ ზელენსკის ოლიგარქები უწყობდნენ გამოსვლებს, აჯანყებას, პოლიციას იწვევდნენ შეტაკებებზე. ეს არის კარგად დოკუმენტირებული ფაქტი. კანონიერ ქურდებს ზუსტად ისე იყენებდნენ, როგორც საქართველოში.
ასე რომ პირდაპირ აიღეთ რა ხდება იქ და რა ხდება აქ, ეს არის სუფთა რუსული ისტორია, რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელება, მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე, რომელსაც პუტინი უსრულებს იმას, რაც ვერ შეუსრულა ზელენსკიმ. იმიტომ რომ უკრაინა იმარჯვებს.
საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, აბა, ვის გაუგია რუსეთმა წააგოს კაცო, ბორენკას ვერც წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?
უკრაინა იმარჯვებს, უკრაინა გამოყრის ამათ ყველას, რუსებს თავისი ტერიტორიიდან, მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იქ არიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს. საქართველოს მთავრობას მათზეც აქვს საქმე აღძრული, მათ შორის ჩემს საქმეებთან დაკავშირებით. იმ ჩვენს გმირებს, ვინც იბრძვიან უკრაინაში, ამ სასამართლო დარბაზში ელოდებიან იმისთვის, რომ გაასამართლონ ამ სასამართლო დარბაზში. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო, საქართველოს მოღალატეების ბანდა, რომელიც გაანადგურებს საკუთარ ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0