ბომბის არსებობის საფრთხის გამო, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
12/08/2023
16:59
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბომბის არსებობის საფრთხის გამო, პარიზში, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, ეიფელის კოშკი საზოგადოებისთვის დაკეტილია“, – განაცხადეს საფრანგეთის პოლიციაში.
ამასთან, ფრანგული მედიის ცნობით, სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა სამივე სართულიდან, ასევე ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ევაკუირებულია ერთ-ერთ სართულზე მდებარე რესტორანიც.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
0
0
239
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%