
“ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! სისხლისზღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად და ვის უნახავს მისი სისხლიზღვრა?” - ამის შესახებ გიული ალასანიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ [მიხეილ სააკაშვილი] არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე. გეგულებათ ეგეთი მსახიობი, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე?! ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს - ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია. ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! სისხლისზღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად და ვის უნახავს მისი სისხლიზღვრა? ვარდების რევოლუცია ისე მოხდა, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია. რა სისხლიზღვრაზეა ლაპარაკი?!” - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მიუნხენში გამართულ პანელში მონაწილეობდა, განაცხადა რომ სააკაშვილი "კარგი მსახიობია".
0
0