
გეგუთის ციხეში პატიმარს 7 წლის შვილი გარდაეცვალა, რომლის დაკრძალვაზე დასწრების უფლების მოპოვებას ცდილობდა. ცნობილი გახდა, რომ თავიდან პატიმარს არ რთავდნენ ნებას წასულიყო პანაშვიდზე, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს.
“ახლა ვზივარ და ვტირი, გეხვეწებით თუ ვინმეს რაიმე შეგიძლიათ, ვითხოვოთ ყველამ ერთად. გეგუთის დაწესებულებაში ზის პატიმარი, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა, დღეს დაკრძალვაა და ახლა უარის პასუხი მოსულა, როგორც მითხრეს, უარი გაყვანაზე, რომ მისი პატარა შვილის სხეულს ბოლოჯერ ჩახუტებოდა მისი მამაა.
სად არ წავედი ფიქრებით, როგორც ქრისტიანს სულის მარადისობის ხომ მჯერა, ხოდა რატომ არ უნდა ვიფიქრო, ეს პატარა მის მამას ელოდება ახლა, მოწყენილი ზის სადმე მისი დაღლილი ნატანჯი სხეულით.
გეხვეწებით, არ ვიცნობ ოჯახს, ადვოკატიც სხვა ჰყავს!!!
გემუდარებით, ვისაც საშუალება გაქვთ, ეგებ რაიმე შეძლოთ”, – წერს ტუკვაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამას შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ.
წყარო – “ინფო იმერეთი”
0
0