გუშინდელი და დღევანდელი დღე არის იმის ნიშანი, რომ ვერანაირი დაჭერა ვერ იქნება წინაღობა იმისთვის, რომ შეეგუო რუსებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განუცხადა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის არ გამოცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდია ბევრს კამათობს ოპოზიცია, მაგრამ ერთიანები არიან პრინციპული საკითხების გარშემო.
„ჩვენ ვხედავთ პრინციპულ პოლიტიკოსებს, მებრძოლ პოლიტიკოსებს, ვხედავთ სოლიდარობას, გაერთიანებულ საზოგადოებას. გუშინდელი და დღევანდელი დღე არის იმის ნიშანი, რომ ვერანაირი დაჭერა ვერ იქნება წინაღობა იმისთვის, რომ შეეგუო რუსებს. ბოლო პერიოდია ბევრს კამათობს ოპოზიცია, მაგრამ ერთიანები ვართ პრინციპული საკითხების გარშემო. ამ ერთიანობით დავამარცხებთ რუსეთს.
„ქართულ ოცნებას“ არავინ ელაპარაკება და ჩვენს პრეზიდენტს შეხვდა არაერთი ქვეყნის უამრავი პირველი პირი. ეს არის პროდასავლური ძალების აღიარება საქართველოში. ეს მუშაობა მოიტანს შედეგს, რომ, არა, „ქართულ ოცნებას“ არ გაუვა ეს, ჩვენ ვართ შიგნით გაერთიანებულები და ჩვენს გვერდით არის ცივილიზებული სამყარო“,-აღნიშნა ხოშტარიამ.
0
0