
„ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს.
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია, – ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ძალებმა სასწრაფო დახმარების მანქანებს ესროლეს, რის შედეგადაც 11 სასწრაფოს მანქანა მთლიანად განადგურდა.
„ისრაელის თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა რაოდენობამ 3 726-ს მიაღწია, მათგან 10% ბავშვია“, – ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
0
0