07/10/2021
11:00
საზოგადოება
"რთულია ძალიან, ბევრი ქარტეხილით სავსე იყო მთელი ჩვენი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ერთად.
ყველას გასაგონად, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, მინდა ვთქვა, რომ არ არის ადვილი ცოლ-ქმრობა. როდესაც დავდიოდით, სულ სხვანაირი იყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ერთ ტერიტორიაზე დავიწყეთ ცხოვრება, ბევრი სირთულე მოჰყვა, კარგიც იყო და ბევრი ცუდიც.
არ იფიქროს ვინმემ, რომ ასე მხიარულად მოვდივართ, არა, ბევრი დათმობა იყო ჩემი მხრიდან, ბევრი დათმობა იყო ზურას მხრიდანაც და ასე თუ ისე, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ ოჯახი.
მაგალითად, იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა, "დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს აღარ მოვბრუნდები უკანო…" - ერთ კვირაში გადაუარა… ვხუმრობ, რა თქმა უნდა", - აღნიშნა "პოსტ ალიონის" ეთერში ხათუნა ჟორდანიამ.
0
0