04/06/2023
10:57
პოლიტიკა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, 2007-2012 წლებში "150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით", ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით პატიმრობაში არცერთი ადვოკარტი არ იმყოფება. ამის შესახებ დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.
"რამდენჯერმე დავწერე და ყოველთვის დავწერ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ანდა ვინც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცის:
როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები. უკეთურება არ გვავიწყდება.
ცნობისათვის, დღეის მდგომარეიბით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება !
პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს," - წერს დავით ასათიანი.
0
0