დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ვალდებულია, აწარმოებდეს შემოქმედებით პროცესს.
მისივე თქმით, კულტურის სამინისტრომ თეატრი არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ.
"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, როგორც ყველა სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მას აქვს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, დავალებული აქვს, რომ ის აწარმოებდეს შეუფერხებლად შემოქმედებით პროცესს. ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა - მილიონ 200 ათასი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი. შესაბამისად, მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება მისი ერთ-ერთი ქვეუწყების უფლება-მოვალეობების არშესრულებაზე," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
0
0