
ჩვენი აქ ჩამოსვლა უკავშირდება იმ სტაბილურობას, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, სტაბილურობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ეს არის ქვეყნის ძირითადი მიმართულება და სტრატეგია, – ამის შესახებ „პეივ ბანკ ჯორჯია“-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, სალიმ დანანმა ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 30 წელზე მეტია, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გარდაიქმნა.
„ბოლო 30 წელზე მეტია, საქართველო გარდაიქმნა საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად. ვფიქრობ, ეს არის მოგზაურობის დასაწყისი, რამდენადაც ჩვენ ვაშენებთ ვაჭრობას და კაპიტალურ ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვსურს, დავინახოთ განვითარების გაგრძელება და ეს არის ამ ზეიმისთვის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, თუ რას მიაღწია საქართველომ ლართან და კაპიტალის ჰაბის და საბანკო ჰაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ იმ დიდ მიმართულებასთან დაკავშირებით, საითაც ვხედავთ რომ მიდის. ტრანსპორტირების და ვაჭრობის ჰაბად გახდომა რეგიონს მიღმა, უფრო ფართო ხედვით, ევროპის, აღმოსავლეთი და დასავლეთის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი აქ ჩამოსვლა უკავშირდება იმ სტაბილურობას, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ვხედავთ, რომ სტაბილურობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ეს არის ქვეყნის ძირითადი მიმართულება და სტრატეგია“, – განაცხადა სალიმ დანანმა.
0
0