
შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და საყდრისის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებს ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერებინა და კონკურსის მნიშვნელობასა და ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაზე დეტალურად ისაუბრა.
ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.
ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025