01/11/2023
11:13
მსოფლიო
ბოლივიის ხელისუფლება, ღაზაზე "აგრესიული და არაპროპორციული" თავდასხმების გამო, ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.
როგორც ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფრედი მამანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი გადაწყვეტილება გულისხმობს "აგრესიული და არაპროპორციული სამხედრო შეტევის დაგმობას, რომელიც ისრაელმა ღაზას სექტორზე განახორციელა".
გარდა ამისა, კოლუმბიისა და ჩილეს პრეზიდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ისრაელიდან თავიანთი ელჩები გამოიწვიეს.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიკ ფონტსმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მკაცრად გმობს“ ისრაელის მიერ „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას“.
ასევე, კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ X-ზე დაწერა: „თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ [ისრაელში] დიპლომატიური წარმომადგენლობა ვერ გვეყოლება“.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024