19/04/2022
10:29
პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს სამი აღიარებითი ჩვენება: ბოკერია, მშვენიერაძე, ვაშაძე, სამივემ აღიარა, რომ შეკრებაზე განიხილებოდა ხელისუფლების ცვლილების საკითხი – საკმაოდ საინტერესო სათაური ჰქონდა ამ ღონისძიებას – „როგორ დავასრულო ტირანია“ და ტირანია, რომ არ გაქვს და დასრულებას ცდილობ, ამიტომ ხარ სწორედ წარუმატებელი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ბაკურიანში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ჩვენ გვაქვს სამი აღიარებითი ჩვენება: ბოკერია, მშვენიერაძე, ვაშაძე. სამივემ აღიარა, რომ შეკრებაზე განიხილებოდა ხელისუფლების ცვლილების საკითხი, სამოქალაქო აქტივიზმის საფუძველზე. ეს ადამიანები შეკრებილები იყვნენ იმისთვის, რომ ხელისუფლების გადატრიალებაზე ემსჯელათ. სამოქალაქო აქტივიზმი ვიცით რაც არის და პოლიტიკურ პარტიასთან სამოქალაქო აქტივიზმი კავშირში არ არის. სამოქალაქო აქტივიზმი დამახასიათებელია სამოქალაქო სუბიექტებისთვის, პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებული. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია, რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები და ენჯეოები. რა კავშირი ჰქონდა ამ სამ სუბიექტს ერთმანეთთან, ერთად რატომ მსჯელობდნენ სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებაზე, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადატრიალებაზე – ეს ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს. სამმა სუბიექტმა ეს აღიარა, დაემთხვა ჩვენს მიერ მიღებულ ინფორმაციას და შესაბამისად, ყველაფერი არის ცხადზე ცხადი, ანუ შეიკრიბნენ კონკრეტული ტელევიზიები, პარტიები, სუბიექტები, ენჯეოები იმისათვის, რომ ერთად დაეგეგმათ ხელისუფლების გადატრიალება” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0