"ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ფარსად მეორდება, ზუსტად ოთხი წლის წინ იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია "მთავარის" სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და საბოლოოდ ყველა შევიდა, აღიარეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ისტორია მეორდება. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას 2020 წელს ოპოზიციის ბოიკოტი და შემდეგ პარლამენტში მათი ქმედებები შეახსენა.
"ერთ რამესაც შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით, რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული. გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი იმისთვის, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი ასე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში, რომ იყვნენ და გაყალბებულ არჩევნებს, რომ არ აღიარებდნენ 2020-ში, მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგმა შეიძლება საახალწლო დიდი სუფრა გაშალა.
ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელსაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ამიტომ პრობლემა ამ შემთხვევაში მათში კი არ არის, ვინც კარვები ჩქარაო გაყვირის, კითხვები მათთან ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ კითხვები გვაქვს იმათთან, ვინც ამ ხალხს მართავს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0