
ინფორმაციას ამის შესახებ BBC -ი ავრცელებს:
რია ნოვოსტის და სხვა რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ გამანადგურებელი შტამების სიაში არ არის არც ერთი შტამი განსაკუთრებით საშიში. სიაში მხოლოდ ის შტამებია, რომელიც მიკრობიოლოგიურ და განსაკუთრებით, ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიებისთვის ჩვეულებრივი შტამია.
გენერალი კონაშენკოვის განცხადება, რომ წარმოდგენილი მასალა დოკუმენტურად ადასტურებს „ჭირის, ჯილეხის, ტულარემიის, ქოლერის“ შტამების არსებობას- გამოგონილია.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით საშიში ინფექციების მქონე ლაბორატორიაში ასეთი შტამების არსებობაც კი არ მიუთითებს უკრაინის მიერ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რუსული მედიის მიერ გაზვიადებული იდეა- „სლავების დნმ-ის წინააღმდეგაც სპეციალური ბიოლოგიური იარაღი უნდა გამოეყენებინათ“ -არის სისულელე და ბოდვაა ყველასთვის, ვისაც სკოლაში ბიოლოგია უსწვალია.
ასეთი განცხადებები გამომდინარეობს გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების თეორიებიდან- „არიული უმაღლესი რასის“ კულტის შესახებ. მოვითხოვთ, შეწყდეს ცრუ, აბსოლუტურად უსაფუძვლო და სიძულვილის გამომწვევი განცხადებები უკრაინის ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების სავარაუდო მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
0
0