
საბერძნეთში მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების სამწუხარო ინფორმაციას მეგობრები ეხამურებიან და გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ. მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის, მარიკუნას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, მარიკუნა მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მეგობრები ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში არიან.
მარიკუნას მეგობარი, ალინა არველაძე წერს:
"არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი, როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს, ჩემო ვარსკვლავო.
რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაურობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება.ცოტა ხნის წინ ღმერთმა, შენთან ერთად ყოფნის ბოლო ხუთი დღე მაჩუქა. ყოველი წუთი და ყოველი ხუმრობა მახსოვს ჩვენი.
ჩვენი მეგობრობის ამ რამდენიმე წელიწადში იმდენი რამე მასწავლე, რომ სულ მადლობელი ვიქნები.ყველაზე კარგად იცოდი შენ ბედნიერება რა ძვირფასია და მეც მასწავლე, რომ არ უნდა მეშინოდეს თავისუფალი და ბედნიერი რომ ვიყო.
შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა და შფოთვას იწვევდი შენ ამ ყველაფრის უზომობით ხალხში, მაგრამ მე ზუსტად ეს მიყვარდა შენში.
სულ ვიძახდი, რომ ბავშვივით ხარ, სუფთა ბავშვივით და ყველა ბავშვს სჭირდება მოვლა და ზრუნვა.ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო.
მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო" - წერს ალინა ფეისბუკზე და ფოტოებს აქვეყნებს.
0
0