სოფელ ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება.
ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 150 ახალგაზრდა დაისვენებს.
ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.
პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა.
ბანაკი 12-დან 25 წლამდე მოზარდებს სამ ეტაპად უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება.
სააპლიკაციო ფორმა : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScrXIjFdifNs3mvTX2lTrxl06Y3eske6leXwS6foqnXiK0mTA/viewform
0
0