
სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა - კერძოდ, გეგმიდან ამოიღეს პუნქტი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ, საიდანაც სარგებლის მიღებას ვაშინგტონშიც გეგმავდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გეგმის პროექტის ბოლო ვერსიაში აღარ არის ნახსენები 100 მილიარდი დოლარის მოცულობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის აღდგენისათვის აშშ-ის ძალისხმევის დასაფინანსებლად.
წინადადება ითვალისწინებდა, რომ აშშ მიიღებდა მოგების 50%-ს, ხოლო გამოუყენებელი გაყინული აქტივები მიმართული იქნებოდა ამერიკულ-რუსულ საინვესტიციო ფონდში.
ამავე დროს, ნებისმიერი დისკუსია, რომელიც ეხება ტერიტორიულ საკითხებს, რაც საკვანძოა პოტენციური დარეგულირებისთვის, სავარაუდოდ, განხილული იქნება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრაზე.
0
0