21/01/2026
12:33

"ტრამპის "დასაწყნარებლად" ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შესაძლოა, დათანხმდეს გრენლანდიის აშშ-სთვის გადაცემას “- იუწყება Bloomberg დავოსში ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ბრიუსელში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე, ოფიციალური პირები შოკირებულები იყვნენ იმით, თუ რამდენად სწრაფად გადაიქცა აშშ მტრად. ბევრი აღიარებს, რომ არ იცის, როგორ უპასუხოს ვაშინგტონის მხრიდან მუქარისა და მოთხოვნებს.
ამავდროულად, Bloomberg აღნიშნავს, რომ ტრამპის მოთხოვნა გრენლანდიაზე შესაძლოა ასევე იყოს ტაქტიკური ნაბიჯი - მცდელობა, უზრუნველყოს აშშ-სთვის ევროპასთან უფრო ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმება.
კრიზისის ფონზე, ევროკავშირშიც იზრდება უთანხმოება. გერმანია დაჟინებით მოითხოვს აშშ-სთან დიალოგს, საფრანგეთი ეწინააღმდეგება მას, ხოლო პატარა ქვეყნები მოუთმენლად აკვირდებიან, გააძლიერებს თუ შეასუსტებს ეს ევროპულ სოლიდარობას.
0
0