28/08/2023
12:16
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლდოვას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის. ბლინკენის მილოცვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
„აშშ აფასებს მოლდოვის საერთო ვალდებულებას დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო რეფორმების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართ. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას და მხარს ვუჭერთ მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “, - აღნიშნა ბლინკენმა.
ინფორმაციისთვის, ივლისის ბოლოს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში პირველად 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გამოცხადდა.
0
0