
პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ახლო აღმოსავლეთში ნაცადმა დიპლომატიამ ჯერ კიდევ არ გამოიღო ღაზასთვის „რეალური შედეგი“.
„სამაგიეროდ, ისრაელს მეტი დრო ეძლევა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ესკალაციისთვის. ისრაელის მთავრობა სარგებლობს ლაპარაკისა და განცხადებების გაკეთების უნარით, რათა მეტი დრო მოიპოვოს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ძირითადი აგრესიული მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც, ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ამჟამად მეექვსედ სტუმრობს ახლო აღმოსავლეთს, განაცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე პროგრესს აღწევენ.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026