11/05/2023
22:43
ეკონომიკა
"ბიზნესის ჭრილში ავანტიურაა... ეს არის ძალიან პოლიტიზებული", - ასე აფასებს კომპანია "ეარჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა პუტინის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ვისაც უთანამშრომლია ამ ქვეყანასთან, კარგად იცის, რომ რუსეთი გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე იღებს.
"ბიზნესის ჭრილში ავანტიურაა, მე პირადად შეცდომას არ დავუშვებ და რაც უნდა საინტერესო იყოს მოსკოვის ბაზა, ეს არის ძალიან პოლიტიზებული ბაზარი და ნებისმიერ დროს შეუძლია ან პუტინს, ან სიმონიანს რაღაც უაზრო განცხადების შედეგად, ერთ თვეში ან ორ თვეში, თუ ვინმე მომცემს გარანტიას, რომ ეს რეისი ისევ დაიხურება. პოლიტიკურ ჭრილშიც გაუმართლებელია იქ რეისები, იმის მერე, რაც ომი შეგვემთხვა, ომის მერე მე, რომ მივბრუნდე მოსკოვის ბაზარზე ესეც როგორ მოქალაქისთვის, არის გაუგებარი და მიუღებელი", - ამბობს გიორგი კოდუა.
0
0