
"ნაციონალური მოძრაობის" კავშირები რუსეთთან და მისი გადაფარვის მცდელობა, - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას განაგრძობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"ვისაც, დაგაჯერეს, რომ ნაცი "პროდასავლელია", უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ," - სტატუსს ვიდეო-კოლაჟთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს "ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.
ლევან მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ მასალაში არის კადრები და ინტერვიუები, საუბარია რუსეთთან კავშირებზე, მათ შორის ბიზნესის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ომის დასრულების შემდგომ "ნაცმოძრაობის" მიერ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას და სხვა ნაბიჯებს პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა.
"რა თქმა უნდა, პროდასავლური ძალა ვართ. მაშინ არსებობდა კონკრეტული ზეწოლა საქართველოზე, თითქოს და ქართული მხარე იყო აგრესიულად განწყობილი რუსების მიმართ, ამიტომაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. რაღაც ტიპის ბიზნეს და კულტურული ურთიერთობა იყო და ამას ჰქონდა ძალიან მარტივი პოლიტიკური ქვეტექსტი, რომ ჩვენ ქვეყანას და ხალხს კი არ ვებრძოდით, არამედ როგორც იმპერიას, რომ ჩვენთვის მათი აგრესიული პოლიტიკა იყო მიუღებელი. კონტექსტი არის გასათვალისწინებელი, მაშინ ომის შემდგომ მთელი საერთაშორისო ზეწოლა ის იყო, რომ ჩვენ რაღაც დონეზე გვეჩვენებინა, რომ ქსენოფობიური დამოკიდებულება კი არ გვამოძრავებდა რუსებთან მიმართებაში და რუსებთან მტრობა კი არ გვინდოდა, არამედ არსებობდა ნაკლებად პოლიტიკური სივრცეები, სადაც შეგვეძლო პოტენციურად გვეთანამშრომლა“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
0
0
ზუგდიდში ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა
15/12/2025