
პარლამენტის ბიუროს დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად წარედგინება კიდევ ერთი დოკუმენტი, სახეწოდებით - "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ".
ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს.
ამ პროქტით, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა იკრძალება და ისჯება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული წესით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამავე პროექტით, იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
ამ ალტერნატიული პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, კერძოდ, "გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
ბიუროს სხდომა 15:00 საათზე ჩანიშნული.
0
0