
„ექს-პრემიერმა, მით უმეტეს ყოფილმა "ოცნებელმა," ბიულეტენი არ უნდა გააფუჭოს და ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს. უნდა თქვას, რომ ღირებულებითი არჩევანი გააკეთა. მაინც ვერავინ დაინახა ვინ რა არჩევანი გააკეთა. იქნებ არ გადაუხაზავს ორთავე და რომელიმე შემოხაზა? ბიულეტენის გაფუჭების მაგალითის მიცემა არაა კარგი ტონი, თორემ არავინ კითხულობს ვინ რა არჩევანი გააკეთა,“- წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისათვის, პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა არცერთი კანდიდატისათვის არ მიუცია. „როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026