ბირთვული ომის საფრთხე არ არსებობს - ჯო ბაიდენი
A-
+A

ამერიკელებს ბირთვული ომის შიში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე უნდა ჰქონდეს თუ არა აშშ-ის მოსახლეობას ბირთვული ომის შიში, ბაიდენმა უპასუხა - „არა“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბაიდენმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რომ 26 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული ძალების მზადყოფნის დონე გაზარდა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ საკუთრი ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის გაზრდას არ აპირებს.
„ჩვენ ვიცით პუტინის ამ განკარგულების შესახებ და ამ ეტაპზე ჩვენი ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა ფსაკიმ.
ფსაკიმ, ასევე, განაცხადა, რომ აშშ და ნატოს 30 ქვეყანა რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ აპირებს.
„მსგავსი პროვოკაციული რიტორიკა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ძალზე სახიფათოა და აუცილებელია მასზე უარის თქმა, ჩვენ სწორედ ასე ვმოქმედებთ“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
0
0
429
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
17/02/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%