
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური თავდასხმის საფრთხის ქვეშ რჩება, სანამ მას რუსეთი აკონტროლებს.
კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, ელექტროსადგურზე თავდასხმა ისე განახორციელოს, რომ ამაში თავად არ დაადანაშაულონ.
„ვფიქრობ, ცდილობენ, იპოვონ გზა, რათა განახორციელონ ეს, როგორც „ცრუ დროშის ოპერაცია“ ან სხვა რამ, რაც მათთან პირდაპირ არ იქნება დაკავშირებული” - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე „პუტინის ჯიბეში დარჩენილი უკანასკნელი არგუმენტია“.
„ვფიქრობ, ეს სხვა არაფერია, თუ არა შიშის თამაში, რადგან პუტინს ძალიან უყვარს სიცოცხლე“ - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ „დასავლეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ გადაწყვეტს პუტინთან ბირთვული შიშის თამაში ითამაშოს“.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025