
სახელმწიფო ტელეარხის Russia Today-ს და საინფორმაციო სააგენტო „Russia Today“-ს მთავარი რედაქტორი საავტორო გადაცემაში „«Ч.Т.Д.“-ში რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული აფეთქების განხორციელების იდეა გააჟღერა. ამრიგად, სიმონიანის თქმით, დაისჯება „კოლექტიური დასავლეთი“, რომელთანაც RT-ის მთავარი რედაქტორის თქმით, რუსეთი ომშია.
გამოცემა The Insider-ს მოყავს ციტატა სიმონიანის განცხადებიდან დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისადმი:
„ძვირფასო და პატივცემულო ყოფილო პარტნიორებო, დავაქვათ საგნებს თავის სახელები, თქვენ ომს აწარმოებთ ჩვენთან და ჩვენ იძულებულნი ვართ თქვენთან ვიბრძოლოთ ყველაფრი, რაც აქედან გამომდინარეობს. და ამისთვის არც კი არის საჭირო, როგორც მოითხოვა ჟირინოვსკიმ - ერთიანად დავარტყათ ვაშინგტონს... აქ ერთმა ჭკვიანმა მითხრა ის, რაც არც კი ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი. თუკი თერმობირთვულ აფეთქებას განვახორციელებთ ასობით კილომეტრის მოშორებით ჩვენსავე ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირის თავზე, მაშინ არაფერი საშინელი არ მოხდება დედამიწაზე.
არც ატომური ზამთარი, რომლის ყველას ეშინია და არც ის ამაზრზენი რადიაცია, რომელიც მოკლავს ყველას ირგვლივ და ვინც არ დაიღუპება, ათი წლის განმავლობაში მოკვდება ონკოლოგიით. და მთელი რადიო ელექტრონიკა, ყველა თანამგზავრი, ეს კამერა, რომლითაც ახლა ვიღებ, ტელეფონი, რომელიც ჩემს გვერდით დევს, გამორთული იქნება... და ჩვენ თქვენთან ერთად დავბრუნდებით 1993 წელში... ეს ვარიანტი რჩება და ეს არის ყველაზე ჰუმანური რამ”.
სიმონიანმა არ დაასახელა პირი, რომელმაც უთხრა ციმბირზე ბირთვული აფეთქების არსებული იდეის შესახებ და არ დააკონკრეტა იყო თუ არა ის ოფიციალური პირი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკვე გამოეხმაურა Russia Today-ს მთავარი რედაქტორის განცხადებას. მან განაცხადა, რომ სიმონიანი არ მუშაობს რუსეთის ხელისუფლებისთვის და არ ასახავს კრემლის ოფიციალურ პოზიციას.
0
0