
იმ ფონზე, როცა 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, ,,ბილბორდი” აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ყოველკვირეულად, გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ,,ბოლო 25 წლის უდიდესი პოპ-ვარსკვლავების” რეიტინგს გვთავაზობდა. ახლახან, სია სრულად შეიკრა.
აღსანიშნავია, რომ ,,ბოლო 25 წლის 25 უდიდესი პოპ-ვარსკვლავიდან” სპეკულაციის თანახმად მეორეზე ბიონსეს, ხოლო პირველ ადგილზე – ტეილორ სვიფტს მოიაზრებდნენ, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა.
მართალია პოზიციონირების მიხედვით, საზოგადოების მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა პირველი ორი ადგილი სწორედ ამ ორ არტისტს შორის გადანაწილდა.
საბოლოო შედეგით, საკულტო გამოცემამ ტეილორ სვიფტს მეორე, ხოლო ბიონსეს პირველი ადგილი მიანიჭა.
,,ბილბორდის” პერსონალის მიერ შედგენილი ,,21-ე საუკუნის 25 უდიდესი პოპვარსკვლავის” სრული სია ასეთია:
1. Beyoncé 2. Taylor Swift 3. Rihanna 4. Drake 5. Lady Gaga 6. Britney Spears 7. Kanye West 8. Justin Bieber 9. Ariana Grande 10. Adele 11. Usher 12. Eminem 13. Nicki Minaj 14. Justin Timberlake 15. Miley Cyrus 16. Jay-Z 17. Shakira 18. The Weeknd 19. BTS 20. Bruno Mars 21. Lil Wayne 22. One Direction 23. Bad Bunny 24. Ed Sheeran 25. Katy Perry
0
0