12/10/2022
14:54
მსოფლიო
კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა ნაყოფი უკვე გამოიღო: უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ქვეყნის რეგიონებში კი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა.
გერმანული გამოცემა Bild-ი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის იგივეს მოწყობას აპირებს, რაც გერმანელებს სტალინგრადში დააწია.
„იმის მიუხედავად, რომ რუსეთი და უკრაინა ომის მეორე ზამთრისთვის ემზადებიან, ვლადიმერ პუტინი ცივ გარემოს ქმნის. კიევსა და სხვა დასახლებებში ელექტროსადგურების დაბომბვა ორშაბათს დაიწყო, რამაც 3 გრადუსიან ყინვაში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ პუტინს ომის გაყინვა ზამთრის დადგომამდე სურს.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სტრატეგია რუსეთის დიქტატის ქვეშ მშვიდობის მისაღწევად, ასევე ზამთრის ომის განახლების თავიდან აცილების მიზნით“, - ამბობს აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, ანდრეას უმლანდი.
80 წლის წინ, სტალინგრადი გერმანელებისთვის სასიკვდილო ხაფანგად იქცა. ქალაქის ინდუსტრიული ცენტრისთვის ბრძოლას ისტორიკოსები მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ. დიდი დანაკარგების მიუხედავად, წითელმა არმიამ ნაცისტური ვერმახტის ჯარისკაცების ალყაში მოქცევა მოახერხა. მინუს 30 გრადუსიანი ტემპერატურის პირობებში, ათიათასობით ადამიანი გაიყინა ან შიმშილით დაიღუპა.
0
0