-share.jpg)
“ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ბიძინა ამასაც თუ გაჭმევთ და დიალოგში შეგითრევთ, იმისთვის რომ ქართველი ხალხი დააბნიოს თქვენი მეშვეობით და გატეხოს, ბიძინაზე დიდი მტერი გავხდები თქვენთვის!” - ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"შეშინებულ ქოცებს და შეშინებულ ბიზნესმენებს ქოცები აიმედებენ, რომ კანონს შეცვლიან.
ყველა შეშინებულმა ქოცმა უნდა გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არანაირ შეცვლილ კანონს არ დათანხმდება და ეგ ხაფანგი მხოლოდ შეშინებული ქოცებისთვისაა, რომ არ ჩამოიშალონ.
კანონი წავა უკან!
და ერთადერთი კანონი რაც მიიღება ქოცების გასასამართლებლად, ესაა რუსეთის გავლენის აგენტების ლუსტრაციის კანონი!
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ, რომ
ბიძინა ამასაც თუ გაჭმევთ და
დიალოგში შეგითრევთ, იმისთვის რომ ქართველი ხალხი დააბნიოს თქვენი მეშვეობით და გატეხოს, ბიძინაზე დიდი მტერი გავხდები თქვენთვის!" - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0