
ბიძინას “ორ ფეხზე” მდგარი, “ღირსეული” და “ბრძნული”, სინამდვილეში კი ოთხ ფეხზე მდგარი, უღირსი და ბრიყვული პოლიტიკა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს
"გყავთ სამეგობრო, რომელსაც მუდმივად სიყვარულს და ერთგულებას ეფიცებით.
თქვენს ერთ-ერთ მეგობარს ბოროტი მეზობელი ჰყავს, რომელიც სახლში შეუვარდა, ოჯახი აუწიოკა…
სამეგობრო, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს, არ დააჩაგვრინოს.
თქვენ კი ამბობთ, რომ იმ ბოროტ მეზობელთან საერთო ბიზნესი გაქვთ, თან გეშინიათ, რომ თქვენ არ მოგიბრუნდეთ და ამიტომ ეუბნებით სამეგობროს - ძალიან მიყვარხართ, მაგრამ პრობლემებს რომ გადაწყვეტთ, მერე გავაგრძელოთ მეგობრობა, მანამდე კი მე ჩემს საქმეს მივხედავ.
აი, ბიძინას “ორ ფეხზე” მდგარი, “ღირსეული” და “ბრძნული”, სინამდვილეში კი ოთხ ფეხზე მდგარი, უღირსი და ბრიყვული პოლიტიკა…" - წერს გია ხუხაშვილი
0
0