
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
თუ ქართველმა ხალხმა და ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ არ იპოვა თავის თავში ძალა რომ ცივილიზებული, დემოკრატიული, სისტემური, ხალხზე ორიენტირებული დღის წესრიგი შექმნას დასავლეთისთვის უბრალოდ დერეფნად გადავიქცევით, დემოკრატიაში დასავლური ფულის ჩასხმა შეწყდება და ჰუმანიტარული დახმარების ამარა დავრჩებით.
არავინ ჩათვალოს, რომ დასავლეთი ერთი ჩრდილოვანი მმართველის, მეორე ჩრდილიდან მართული ალიანსით ჩანაცვლების პერსპექტივას დაუჭერს მხარს, ან ერთი ოლიგარქიული მართვის, მეორე ოლიგარქიული მართვით ცვლილებას.
ბიძინა ხომ გვაყენებს ზიანს!
მაგრამ არც ოპოზიციის უმრავლესობა გვაკლებს, როდესაც საკუთარ თავში ვერ პოულობს ძალას ბელადებს და მინდა ვიყო ოლიგარხებს არ აეკიდოს, ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულება შეინარჩუნოს და საკუთარი, დამოუკიდებელი დღის წესრიგი ჰქონდეს.
ამით ისინი ქართული დემოკრატიის უპერსპექტივობის განცდას აძლიერებენ და სტატუს კვოში გვტოვებენ." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0