25/07/2022
17:40
პოლიტიკა
საქართველოს მხოლოდ ერთი ოლიგარქი ჰყავს, ბიძინა ივანიშვილი, მას არავინ ეუბნება ციხეში უნდა გამოგამწყვდიოო. თუ პირობებს შეასრულებს, დარჩეს ბიზნესმენად, ვინ უშლის?! – ამის შესახებ უკრაინული რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“თქვენ მხოლოდ ერთი ოლიგარქი გყავთ. ქართველები მარტო ამას ვერ შეძლებენ. თუ ყოველი მესამე დოლარი ქვეყანაში მას ეკუთვნის, ის სერიოზულ წინააღმდეგობას გაწევს. მაგრამ, ევროკავშირის წესები მას ჩარჩოში ჩასვამს. არავინ ეუბნება ციხეში უნდა გამოგამწყვდიოო. თუ პირობებს შეასრულებს, დარჩეს ბიზნესმენად, ვინ უშლის?! კეთილად თუ არ წავა, ადრე თუ გვიან აივსება მოთმინების ფიალა. ხალხი მას მაინც გააგდებს. ოღონდ ეს შეიძლება მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა იანუკოვიჩის შემთხვევაში.
2019-2020-2021 წელს ხომ არ შეგხებივართ? მაგრამ , როცა რუსეთის თამაშში ჩაერთეთ, როცა შვეიცარიაც კი ვეღარ დარჩა ნეიტრალური და სანქციები დააწესა, საქართველომ ისიც ვერ თქვა, ეს რუსეთის აგრესიააოო…
ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი მერე დავგუგლე, “კაგებეს” აგენტის შვილი, რომელიც არც მალავს რომ დავერბოვკებული იყო. და ამ აგენტის შვილი მმართელი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ეს არის რუსეთთთან პირდაპირი თანამშრომლობა.
0
0