12/04/2023
17:31
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა გენზის სასამართლო მოიგო. ადვოკატების განცხადებით, 24 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილს უნდა აღუდგეს წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც მას „კრედიტ სუისის“ ერთ-ერთმა ტრასტმა შეუზღუდა.
ადვოკატები ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას წერილობით ელოდებიან. ლაშა კალანდაძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკი დაუსაბუთებელ და გამოგონილ გარემოებებზე საუბრობდა.
„სასამართლომ გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება, უფრო სწორად, წაიკითხა დასაბუთებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით სრულად აღდგა ძირითად აქტივებთან წვდომა. სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება წერილობითი ფორმით მზად, მანამ ვერ აღსრულდება ის შედეგი, რაც შედეგიც სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ.
0
0