25/10/2022
13:42
სხვადასხვა
ბიჭვინთაშიმ მაღაზიიდან 38 ცალი კონსერვი "ხაში" ამოიღეს. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა განაცხადა.
საუბარი ეხება პროდუქტებზე გამოსახულ საქართველოს დროშასა და რუკას, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია დახატული. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, ხაშის არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის ტერიტორიაზე - ნოვოალექსანდროვსკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოებენ.
საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ პროდუქცია აფხაზეთში მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით იყო შემოტანილი. კონკრეტულად რა დაირღვა, ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.
მაღაზიაში შემოწმება საბაჟო პუნქტ „ფსოუს“ კონტრაბანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მასალები აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.
გუშინ, აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოხუმისა და რაიონულ პროკურატურებს პროდუქციის შემოტანისა და რეალიზაციის კანონიერების შემოწმება დაავალა. კონსერვების გარდა, საუბარია ქართულ ღვინოებზე, ასევე მე-7 კლასის გეოგრაფიის ატლასზე, რომლის გარეკანზე საქართველოს დროშაა გამოსახული.
0
0