
"ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით" - ასე მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ივანიშვილის გარემოცვის იმ წევრებს, რომლებიც მის მიერ შექმნილი სანქცირების ჯგუფის ყურადღების ქვეშ მოხვდნენ.
არახამია ამბობს, რომ მისი ადრესატი ამ ეტაპზე ივანიშვილის გარემოცვის მხოლოდ 6 წევრია:
"...ვინმე უჩა, ვინმე შმაგი, ვინმე ვანო ჩხარტიშვილი.... ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი მათი მისამართით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვახდენთ ზეწოლას, ამერიკელების მსგავსად, ჯერ უბრალოდ ვაფრთხილებთ, რომ რადარზე არიან, რადგან ქართველები უკრაინელების მეგობრები არიან.
არ გვინდა პირდაპირ ცეცხლი გავუხსნათ მათ. ვაძლევთ შანსს, რომ ვითარება გამოასწორონ. ვეუბნებით, რომ გხედავთ და ნუ გააგრძელებთ ამის კეთებას, თორემ სანქციები იქნება ამერიკიდან, ევროპიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.
ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ საიტზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ, გამოვიყენებ თქვენს მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით" - ამბობს არახამია “მთავარ არხთან” ინტერვიუში.
კითხვაზე კი, როგორ რეაგირებს ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკაზე, დავით არახამია ამბობს, რომ "სინადვილეში, ეს მოსწონს".
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025