20/09/2021
16:36
მსოფლიო
დღეს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რესპუბლიკის აღნიშნავს. ცხინვალში აღლუმი გაიმართა, სადც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ძალები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ტრიალ მინდვრად გადაქცევას ცდილობდნენ, არ დამშვიდდნენ.
”საქართველომ მოქმედების გეგმა შეცვალა, მოკავშირედ უხეში სიცრუე და ყველაზე არაკეთილსინდისიერი პროპაგანდა იარაღად გამოიყენა,” - თქვა ბიბილოვმა.
მან განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო პლატფორმებზე მითს ავრცელებენ, თითქოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„ქართველი მოკავშირეები რუსეთს აბსურდისკენ მოუწოდებენ, რათა მან აღიარება გააუქმოს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ეცნობა სამხრეთ ოსეთს და ჩვენს რესპუბლიკას მხარდაჭერას უცხადებს, ” - განაცხადა ბიბილოვმა.
მან ასევე დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთს დაეყრდნობა მხოლოდ ძმათმოყვარე რუსეთზე შეუძლია.
”ნებისმიერ პირობებსა და ვითარებაში ზუსტად რუსეთი იყო, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, საყოველთაო ადამიანური მორალისა და მშვიდობის გარანტად ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგული დარჩა. გვჯერა რუსეთის და ჩვენს კავშირს პირწმინდად შევინარჩუნებთ, განვავითარებთ ინტეგრაციასა და საბრძოლო თანამეგობრობას გავაძლიერებთ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ურთიერთობებს ავაწყობთ ისე, როგორც ამას მოითხოვს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ხალხთა ინტერესები, ” - განაცხადა ბიბილოვმა.
0
0