
სამხრეთ ოსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ვითარება მშვიდია, - აცხადებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი. თუმცა, მისი თქმით, სოციალურ ქსელებში არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული დაძაბულობის შექმნას ცდილობენ.
როგორც «Эхо Кавказа» გვაცნობებს, მან ასევე განმარტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი იდეოლოგია გავიდა.
„პირველი იდეოლოგია - რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა და კანონის იდეოლოგიაა, ხოლო მეორე - უკანონობა და რუსეთის ფედერაციაში არშესვლაა“, - განაცხადა ბიბილოვმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა 10707 ხმა (38,55%) მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა კი 9706 ხმა (34,95%). არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს გაიმართება.
0
0