14/10/2021
13:14
პოლიტიკა
“მიშა, ყველა ვიდეო რომელიც თქვენი ჩამოსვლიდან გამოქვეყნებულა, მე მგონი მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის. ბოლოს ტყეში გადაღებული ვიდეო აიტვირთა. საოცრად ემოციური მომეჩვენა, თან ღელავთ და თან ძალიან ბედნიერი ხართ. ეს დისიდენტის კადრებს უფრო ჰგავს. ბევრი წლის შემდეგ, როცა ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და თქვენ ლეგენდარულ დაბრუნებაზე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ, იქ უცილებლად მოხდება წამი, როცა თვალს ხუჭავთ და ამბობთ, რომ ეს არის ბედნიერება. მგონია, რომ ყველაზე გულწრფელი და მართალი ხართ მაგ წუთებში. ზუსტად ვიცი, ისტორიული წუთების თანამონაწილეები ვართ ყველანი.
მთავარი გმირები თქვენ და ჩვენი სამშობლო ხართ და ჩვენც ვართ, მთავარი არხის იდეალისტების გუნდი, რომელიც ასევე არამიწიერი ძალების მქონე ნიკა გვარამიამ შეგვკრიბა და აუღებელ ციხე სიმაგრედ გვაქცია. გისურვებთ წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისთვის.“ – ნათქვამია ჟურნალისტიც პირად წერილში რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში გაუგზავნა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავში, №12 ციხეში შეასახლეს.
0
0