
ჩვენ ხანგრძლივი მოკავშირეობა გვაქვს. ბევრი ურთიერთობა გვქონია და ამის განვითარება გვჭირდება. ვფიქრობ, აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე იმედოვნებს, რომ ჩვენ უფრო ძლიერი გავხდებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, „მარკო რუბიოს არ სურდა მასთან შეხვედრა“.
„ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მოკავშირეობა გვაქვს. ბევრი ურთიერთობა გვქონია და ამის განვითარება გვჭირდება. ვფიქრობ, აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე იმედოვნებს, რომ ჩვენ უფრო ძლიერი გავხდებით. როდესაც ევროპა ძლიერია, მათ თვალშიც უფრო ძლიერ პარტნიორებად ვჩანვართ“, – განაცხადა კაია კალასმა.
0
0
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს
25/06/2025