16/11/2021
11:06
პოლიტიკა
“ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა ბიძინა ივანიშვილს და საზოგადოების კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა უნდა დაინახოს, რომ მიუხედავად სიმპათია-ანტიპათიებისა მიხეილ სააკაშვილის ფიგურის მიმართ, ძალიან ბევრი ადამიანი მზად არის იბრძოლოს იმისათვის, რომ ხვალ არ გაგვითენდეს დღე ქვეყანაში, სადაც შეიძლება ოლიგარქმა პრეზიდენტი მოკლას.
ბევრ ადამიანს უხარია, რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებით, ბევრი ადამიანი გულგრილია, მაგრამ ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს. არცთუ ისე ბევრი ადამიანია, რომელიც ჩემზე უფრო დაზარალებულია წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ახლა საკითხი დგას სახელმწიფოებრივად და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თუკი ვინმეს შეუძლია იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ოლიგარქს შეუძლია მოკლას პრეზიდენტი ამა თუ იმ ფორმით, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს იგივე შეიძლება მოუვიდეს. წარმოიდგინონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ რიგით ადამიანებს, რომ რაიმე უთანხმოება მოუვიდეს, ან როგორც იტყვიან “ოცნების” მხარდამჭერს გზეზე გადაურბინოს, რა დღეში ჩააგდებენ, უბრალოდ შეიძლება ტყავი გააძრონ”, – თქვა ანზორ ბიწაძემ.
0
0