19/10/2022
18:55
მსოფლიო
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტი განაახლა და ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს "სასიამოვნო წერილები" გაუგზავნეს. ამის შესახებ LaPresse წერს.
"პუტინთან კონტაქტები მრავალჯერ განვაახლე, იმ გაგებით, რომ ჩემს დაბადების დღეზე (29 სექტემბერი) მან 20 ბოთლი არაყი და ძალიან სასიამოვნო წერილი გამომიგზავნა. რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო და ასევე ლამაზი წერილი მეც გაავუგზავნე. მისი ერთ-ერთი პირველი, ნამდვილი მეგობარი ვიყავი“, - განუცხადა ბერლუსკონიმ თანაპარტიელებს პარლამენტის ქვედა პალატაში.
მან ასევე თქვა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს - დასავლეთს იმიტომ ებრძვიან, რომ “ჩვენ უკრაინას იარაღს ვაწვდით და ვაფინანსებთ”.
მისი თქმით, ის უკრაინაში შექმნილი ვითარებით ძალიან შეშფოთებულია, მაგრამ თავის ჭეშმარიტ შეხედულებას ვერ გამოხატავს, რადგან თუ ის პრესაში მოხვდება, კატასტროფა იქნება.
პარტია “წინ. იტალიას” სპიკერმა განაცხადა, რომ ბერლუსკონი პუტინს კვლავ გაესაუბრა და თქვა, რომ ის [ბერლუსკონი] თავის პარლამენტარებს მრავალი წლის წინ მომხდარი ეპიზოდის შესახებ უამბობს", - წერს Reuters-ი.
მოგვიანებით, პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ომთან დაკავშირებით, ბერლუსკონისა და პარტიის პოზიცია ევროპისა და შეერთებული შტატების პოზიციას ემთხვევა, და ორაზროვნებას ადგილი არ აქვს.
0
0