
ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 25 500 ოჯახი და 1 200 საწარმო კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ელექტროგადამცემ ხაზებზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ, რაზეც პასუხისმგებლობა მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფება „ვულკანმა“ აიღო, - ინფორმაციას Deutsche Welle ქალაქის ელექტროქსელის ოპერატორზე Stromnetz Berlin-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ლიხტერფელდეს თბოელექტროსადგურთან ახლოს ტელტოვის არხზე გამავალ საკაბელო ხიდზე რამდენიმე დღის წინ მომხდარმა აალებამ გამოიწვია.
Stromnetz Berlin-ის ცნობით, ბერლინის ზელენდორფის, ნიკოლასეეს და ვანზეეს რაიონებში სარემონტო სამუშაოები 8 იანვრის საღამომდე გაგრძელდება. ბერლინის მმართველი მერი კაი ვეგნერი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვამ დაახლოებით 100 000 მცხოვრები დააზარალა.
Stromnetz Berlin-ის ცნობით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 20 სკოლა დროებით დაიხურა.
კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მემარცხენე ექსტრემისტული დაჯგუფება „ვულკანის“ წარმომადგენლებმა აიღეს.
ბერლინის მმართველმა მერმა და ქალაქის შინაგან საქმეთა სენატორმა ირის სპრანგერმა საკაბელო ხიდზე ცეცხლის წაკიდებას „ტერორიზმი“ უწოდა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი ამ შეფასებას დაეთანხმა. გვჯერა, რომ ეს განზრახ დაგეგმილი თავდასხმა იყო“, - განაცხადა მან.
0
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი
07/01/2026